20:21 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა – ამირან გამყრელიძე

სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა – ამირან გამყრელიძე

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ განაცხადა.

 

„კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანალი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, – ამბობს გამყრელძე.

 

ამ ერთი ახალი შემთხვევის საქართველოში CoVid-19-ით სულ 24 ადამიანია დაინფიცირებული.

ავტორი: Prime Time

X