13:00 | 2021-12-14 ავტორი: Prime Time

სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი მეექვსე ტალღა – ალექსანდრე გოგინავა

სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი მეექვსე ტალღა – ალექსანდრე გოგინავა

ახალი “ომიკრონ” შტამის გავრცელების შემთხვევაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა დრამატულად დამძიმდეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მძიმე მე-6 ტალღას პროგნოზირებენ.

რას ურჩევს სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს
2021-12-14რას ურჩევს სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ თუ კი “ომიკრონს” “დელტა შტამის მსგავსი მძიმე სიმპტომატიკა ახასიათებს, ქვეყანა ცუდ შედეგებს უნდა ელოდოს.

 

„თუ მას ასე თეორიულად დავუშვებთ, აქვს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც ჰქონდა “დელტა” შტამს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ გვექნება ახალი ძლიერი ტალღა, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება დიდი დარტყმა. თუ მას ის თვისებები აღმოჩნდა რაც ამ დროისთვის არის ცნობილი გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას,”- განაცხადა ალექსანდრე გოგოინავამ.

ავტორი: Prime Time

X