
„სამწუხაროდ ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონა აღარ არის“ – ამის შესახებ პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, იმნაძემ განმარტა, რომ მოსახლეობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა.
„კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება.
საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და მეორე დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
„კორონა არ წასულა, შეიძლება ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 11. Mai 2020






















