18:56 | 2021-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვირუსის შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს – ამირან გამყრელიძე

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვირუსის შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს – ამირან გამყრელიძე

ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე კლასტერი იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„დედაჩემს ინსულტმა დაარტყა!..“ - ბესო ზანგურის ამ ტრაგიკულმა ამბავმა მისი მხარდამჭერები ააღელვა
2021-04-18„დედაჩემს ინსულტმა დაარტყა!..“ - ბესო ზანგურის ამ ტრაგიკულმა ამბავმა მისი მხარდამჭერები ააღელვა

 

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკ-ფაქტორია. ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X