
სახალხო არტისტის კახი კავსაძის ჯანმთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.
„საკმაოდ კრიტიკულია, სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს გული. რეანიმაცია მწვავდება, ნებისმიერ დროს შეიძლება დაფიქსირდეს ბიოლოგიური სიკვდილი“, – გვითხრა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.






















