01:44 | 2021-03-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო – არჩილ თალაკვაძე ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო – არჩილ თალაკვაძე ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

“საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს, შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი არას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს მიანიჭეს, არამედ – მათი პარტიებისთვის რაცაა პრიორიტეტული” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

 

“საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს, შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს მიანიჭეს, არამედ – მათი პარტიებისთვის რაცაა პრიორიტეტული. ენმ-ის წარმომადგენელმა დღეს, განაცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.

 

ქართული ოცნების მხრიდან შეთანხმებაზე მზად იყო. მსურს, მედიაციისთვის მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გადავუხადო, ნებისმიერ შემთვევაში, ეს დაკარგული დრო არ იყო. თუ მომავალში ოპოზიციას პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება ექნება, შევძლებთ შეთანხმებას.

 

ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნებს არ ვაღიარებთ. ვინ სცა მოქალაქეების არჩევანს ცხადია, ესაა ქართული ოცნება და კიდევ ორი პარტია.

 

ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ ქართულმა ოცნებას მოგვიწოდებენ იმისკენ, რასაც თავად არასოდეს დათმობდნენ. ისინი კი უარს ამბობენ იმის დათომაზეც კი, რაც არ ეკუთვნით. რაზეა საუბარი, როცა მოგვიწოდებენ ზურგი შევაქციოთ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან მათ არჩევნების შედეგები არ მოსწონთ.

 

8 მარტის შეთანხმებით, მათ პატივი უნდა ეცათ ხალხის არჩევანისთვის და ისინი პარლამენტში კენჭისყრაზეც კი არ გამოცხადდნენ, როცა მათი მოთხოვნილი რეფორმა მტკიცდებოდა.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X