00:40 | 2021-01-19 ავტორი: Prime Time

„ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის… სამწუხაროდ, პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება“ – ბესო ჩუბინიძის ემოციური წერილი თემურ წიკლაურს

„ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის… სამწუხაროდ, პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება“ – ბესო ჩუბინიძის ემოციური წერილი თემურ წიკლაურს

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

 

„მჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ შემოვუსხდებით ასე ცეცხლს, კიდევ ბევრჯერ გავუზიარებთ ქვეყნის ავან-ჩავანს ერთმანეთს და კიდევ ბევრჯერ წავალთ ბრძოლაში – საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის…

 

და ვისაც ბრძოლა მხოლოდ იარაღით ხელში ტყვიების წვიმა გგონიათ – სცდებით – ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის – ღირსეული საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, პატარავდება, ცოტავდება და მორალურად ნადგურდება – სადაც ქალი ქალს აღარ ჰგავს და კაცი კაცს… ბოდიში სიმართლისთვის.

 

P.S. თემოს ჯანმრთელობაში არაფერი შეცვლილა, სტაბილურ სიმძიმეს ვინარჩუნებთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჟანგბადის აპარატზე მიერთებული, გათიშული ფილტვის ამუშავებისა…” – წერს ბესო ჩუბინიძე.

ავტორი: Prime Time

X