
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით „ტვ პირველს“ რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი ტოვებს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადადიან.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, არხიდან დიანა ტრაპაიძის შესაძლო წასვლის შესახებ, თუმცა ჟურნალისტმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, „მე “ტვ პირველზე” ვმუშაობ. ცალსახად, არ მივდივარ „ფორუმულაზე“. თუ სადმე წავალ გაგაგებინებთ აუცილებლად, მაგრამ „ფორმულაზე“ არ მივდივარ“.
ვახო სანაიამ ზარებს არ უპასუხა, ნინო ჟიჟილაშვილმა კი აღნიშნა:
„ამ წუთას მე ხვალინდელ გადაცემაზე ვმუშაობ. თუ რაიმე შეიცვლება, ალბათ, შეიტყობთ. მადლობა“.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ფლობს.























