17:27 | 2021-04-23 ავტორი: Prime Time

სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო  – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო  – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

 

„ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი…

 

გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.

 

თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ… თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია,“ – ამბობს ფხაკაძე.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X