13:08 | 2021-04-07 ავტორი: Prime Time

სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი არ ეშველება – მეუფე იაკობი პოლიტიკურ კრიზისზე

სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი არ ეშველება – მეუფე იაკობი პოლიტიკურ კრიზისზე

მოვიდნენ ეკლესიაში და შევარიგებთ და ვინც დაარღვევს მთელმა ერმა მოვთხოვოთ პასუხი, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ხარების დღესასწაულზე ქადაგების დროს პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

 

მეუფე იაკობმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზეც ისაუბრა და სამარცხვინო უწოდა.

 

“გუშინ წინ უწმინდესთან მივდიოდი, გამოვიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ გავს, იმდენი კარავი რა არის, რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, სამწუხაროდ ცუდი სუნი იდგა, ეტყობა იქვე ისაქმებდნენ, თბილისი არ არის ის ადგილი, სადაც მასე ვიქცეოდით.

 

მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო პოლიტიკოსებს, ბევრჯერ ვთხოვე მათ, რომ შერიგებულიყვნენ. შევთავაზე ეკლესიაში მისულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის. სანამ არ შერიგდებიან საქართველოს  არაფერი არ ეშველება. ხალხი თუ არ დაგიდგათ გვერდში, მილიონი კარავი გაშალე, მერე რა? რაში გჭირდებათ უცხოელები, შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ? არ არის სირცხვილი?”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი: Prime Time

X