
„სანამ ქვეყანა ფიქრობს რომ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი საქმე ამ მომენტში ბრეიქინგ ნიუსი!!!!“- წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.
„გერმანიაში კოვიდ ვაქცინაცია თებერვლიდან სავალდებულო გახდება, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა.!!!
გერმანია ასევე დააწესებს დამატებით ეროვნულ შეზღუდვებს სოციალურ კონტაქტზე არავაქცინირებული ადამიანებისთვის – რასაც ადგილობრივი მედია აღწერს, როგორც “ჩაკეტვას არავაქცინირებულისთვის“. კერძოდ მათ შეეძლებათ შევიდნენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიასა და აფთიაქებში, დისკოტეკები და კლუბები უნდა დაიხუროს, თუ შემთხვევების რიცხვი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ასევე განაცხადა კანცლერმა.
Covid-ის მდგომარეობა “ძალიან სერიოზულია”, გააფრთხილა მერკელმა, შემთხვევები ძალიან მაღალ დონეზე და ვაქცინის მიღება ჯერ კიდევ უფრო დაბალია გერმანიაში, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.
წარმოგიდგენიათ გერმანია დაახლოებით 70% აცრით აცხადებს რომ ვაქცინაცია დაბალიაო“,- წერს ზაზა წერეთელი.
ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე























