
ადვოკატი გიორგი ფანცულაია რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სანამ გიორგი მარგველაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრების თაობაზე ამხელა „რეჩს მოარტყამდა”, კარგი იქნებოდა გახსენებოდა, რომ მას 2 ჯერ მივმართეთ დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე..
P.S. ყველანი ჩვენ ჩვენი ბიოგრაფიით მოვდივართ. ამიტომაც გავუფრთხილდეთ ბიოგრაფიას, რომელსაც ვერასდროს გადავაკეთებთ,“- წერს გიორგი ფანცულაია.























