12:06 | 2021-10-27 ავტორი: Prime Time

„სანამ ქალაქის მერი ვარ, ვერავინ, ვერასდროს ვერ გაბედავს ააოხროს რეკრეაციული სივრცეები” – კახა კალაძე

„სანამ ქალაქის მერი ვარ, ვერავინ, ვერასდროს ვერ გაბედავს ააოხროს რეკრეაციული სივრცეები” – კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მდებარე ლადო გუდიაშვილის სახელობის რეაბილიტირებული მოედანი მისთვის ერთ-ერთი მასშტაბური და საამაყო პროექტია.

ჩემები ვიკრიბებით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე - დავით ოქიტაშვილი
2021-10-27ჩემები ვიკრიბებით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე - დავით ოქიტაშვილი

 

მისი თქმით, თბილისის მერიის მიდგომა ისტორიული არეალებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არ შეიცვლება. „ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული შენობა, თითოეული არტეფაქტი, თითოეული დეტალი უნდა აღდგეს მაქსიმალურად უცვლელი სახით, ხარისხიანად და ისე, რომ გაუძლოს ათწლეულებს. სწორედ ამიტომ, პროექტი მიმდინარეობდა მაქსიმალური სიფრთხილით.

 

ამ პროექტის დასრულების შედეგად, 200-მდე ბინის მესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე ქუჩები ტურისტული თვალსაზრისით გააქტიურდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. მომდევნო წლებში კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, ეს იქნება ის საქმე, რომლის შედეგი მრავალ წელს შემორჩება ქალაქს და შეუნარჩუნებს მას უნიკალურ იერსახეს“, – აღნიშნა კალაძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X