11:10 | 2021-12-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სანამ საქართველო ანტივაქსერების მოფერებას აგრძელებს…“ – რა ემუქრება ქვეყანას ზაზა წერეთლის პროგნოზით

„სანამ საქართველო ანტივაქსერების მოფერებას აგრძელებს…“ – რა ემუქრება ქვეყანას ზაზა წერეთლის პროგნოზით

სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების მოფერებას და შესაბამისად, საქართველოს მუდმივი პანდემიის პირობებში ცხოვრებისთვის ამზადებს, – ამ შინაარსის პოსტს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ დროს დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავალდებულო ვაქცინაცია ევროპაში „უაღრესად გადამდები“ Omicron Covid-ის ვარიანტის გავრცელების საპასუხოდ.

VIDEO: „ხალხს თუ გამოსვლა ეზარება და ამ ნაგავში უნდა ჯდომა ,რა ნაგავშიც ზის , იჯდეს“ – ნინო ბურჯანაძე
2021-12-02VIDEO: „ხალხს თუ გამოსვლა ეზარება და ამ ნაგავში უნდა ჯდომა ,რა ნაგავშიც ზის , იჯდეს“ – ნინო ბურჯანაძე

 

წევრი ქვეყნებისადმი მოწოდებისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ სწრაფად უნდა დააჩქაროს ბუსტერ დოზებით აცრა და მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც დროებით ახორციელებენ მოგზაურობის წინ PCR ტესტებს მოთხოვნის დანერგვას (მიუხედავად, ვაქცინაციის სტატუსისა)

 

კითხვაზე, მხარს უჭერდა თუ არა საბერძნეთის მთავრობას 100 ევროს (85 ფუნტი) ყოველთვიური ჯარიმის დაკისრებაში 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, ვინც არ აიცრა Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ დაავადების გავრცელება და ვაქცინაციის დაბალი მოცვა პრობლემაა ყველა ქვეყნისათვის და შესაბამისად, ასეთი ღონისძიებები შესაძლოა იყოს განხორციელებული როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის პასუხი.

 

ეს დაგაინტერესებთ: EXCLUSIVE: თვითმფრინავიდან შავი კუბოები, რომ ჩამოჰქონდათ, ცუდად გავხდი“ – ინგუშეთში დახვრეტილი 8 ქართველის დღემდე მიჩქმალული ამბავი

 

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლეიენმა, რომელიც თავის დროზე ექიმად მუშაობდა (მის პოლიტიკურ კარიერამდე) აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ გვაქვს ვაქცინები, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები, მაგრამ ისინი ყველგან ადეკვატურად არ გამოიყენება. და ეს ჯდება მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასად და ეს არის უზარმაზარი ჯანმრთელობის ხარჯი, რომელიც თან ახლავს.ამ პრობლემას. შესაბამისად შეუძლებელია ევროკავშირმა მუდმივად ასე გააგრძელოს ცხოვრება, იმის გამო რომ ვაქცინაციის მოცვა ზოგან დაბალია“.

5 წლის გიორგიმ სიმსივნე და კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ მას ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება
2021-12-025 წლის გიორგიმ სიმსივნე და კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ მას ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება

 

მან დასძინა: „როგორ შეგვიძლია წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირის ფარგლებში სავალდებულო ვაქცინაციაზე? ამას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რომელიც დისკუსის შედეგად ჩამოყალიბდება ვფიქრობ ეს დისკუსია, უნდა დაიწყოს“.

 

მოკლედ ევროკავშირი და ყველა განვიტარებული ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად აცრას თავისი მოსახლეობა, ხოლო ის ვისაც არ ესმის ვაქცინაციის აუცილებლობა, აიძულოს აცირას, რადგან თავის ქმედებით ისინი არ მარტო საკუთარ თავს არამედ მთელი ქვეყნების მომავალს აგდებენ საფრთხეში

 

„მე“ კი კარგია ბატონებო საქართველოში, მაგრამ თუ „ჩვენ“ არ ვისწავლეთ, „მე“-ს მთქმელიც შეიძლება არ დარჩეს გარკვეული დროის შემდეგ… განვითარებული ევროპა კი მიხედავს თავის თავს რომ გადარჩეს და გაძლიერდეს“, – წერს წერეთელი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ამ ბმულზე

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X