14:32 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საზღვაო სწავლებაში Breeze 2020

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საზღვაო სწავლებაში Breeze 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს შავ ზღვაზე გამართულ ათდღიან საზღვაო სწავლებაში “Breeze 2020”. ერთობლივ წვრთნებში სადარაჯო ხომალდი “დიოსკურია” (P25) მონაწილეობდა.

 

სწავლება “Breeze” ბულგარეთის საზღვაო ძალების ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. მის მიზანს, საზღვაო უსაფრთხოების განსამტკიცებლად, პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერაციული და ტაქტიკური ურთიერთქმედების გაძლიერება წარმოადგენს. სწავლება საზღვაო, სახმელეთო, და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს.

 

წელს სწავლებაში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი, 10 ქვეყნის 2500-მდე მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 9 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

საქართველოს სანაპირო დაცვა 22 წლისაა
2020-07-16საქართველოს სანაპირო დაცვა 22 წლისაა

ყოველწლიურ საზღვაო სწავლებაში „BREEZE“  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი წელს პირველად ჩაერთო.

 

საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი “დიოსკურია” ამ მომენტისათვის უკვე უკრაინაში იმყოფება, სადაც მრავალეროვნულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში​ “Sea Breeze 2020” მონაწილეობს. სწავლების ოფიციალური გახსნის ცერემონია გუშინ გაიმართა და 26 ივლისამდე გაგრძელდება.

ავტორი: Prime Time

X