
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი აცხადებს.
„ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს რულოვსი.
ასევე ნახეთ ვიდეო – ლიზა იასკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის მონახულების შემდეგ
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში






















