
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილის სახლში გვიან ღამით მივიდა.
ჟურნალისტების კითხვაზე თუ რასთან დაკავშირებით მივიდა იქ, რულოვსი ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხიდან გათავისუფლება უნდა მიულოცოს.
ამასთან კითხვაზე, თუ სად მოიაზრებს ის მერაბიშვილს, სანდრა რულოვსი პასუხობს, რომ ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს.
რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.
წყარო: imedinews.ge






















