
„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თემურ ალასანმიასთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გაყიდა.
„დავით გარეჯის ტერიტორია არის გაყიდული საკმაოდ დიდ ფასად. მინდა წარმოვადგინო ორი ქართველი მოღალატის ფოტო სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც გასაბჭოების შემდეგ ისტორიული ჰერეთი, საინგილო, ნარდის თამაშის დროს წააგო და გადასცა აზერბაიჯანს, მეორე არის სააკაშვილი, რომელმაც თემურ ალასანიასთან ერთად, მილიონებზე გაყიდა დავით გარეჯი. ეს ორი პიროვნება არიან მოღალატეები, რომლებმაც საქართველოს მიაყენეს აურაცხელი ზარალი.
ორიგინალი და ფეიქი სერგო ორჯონიკიძე უნდა მოვისროლოთ ისტორიულ სანაგვეზე.
გვქონდა ინფორმაცია, რომ 2007 წელს შედგა საიდუმლო გარიგება სააკაშვილსა და აზერბაიჯანს შორის, შუამავალი იყო თემურ ალასანია. საუბარი იყო 450 მილიონ დოლარზე, რომლის მიწოდება ნავთობპროფუქტების და სხვა სახით მოხდებოდა.
განხორციელდა ეს პროცესი, დღეს ჩვენ ვხედავთ მოღალატეობრივი პროცესის შედეგს. დავით გარეჯში, სადაც მართლმადიდებელი ბერები იდგენენ, დღეს, დგანან აზერბაიჯანის ჯარისკაცები.
ის ორი ლიფსიტა, რომელიც დაკავებულია არ არიან ადამიანები, რომლებზეც გადის პასუხისმგებლობის ხაზი, პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და გრიგოლ ვაშაძეს.
პროკურატურა უნდა გამოვიდეს კოჰაბიტაციიდან და აღძრას საქმე სააკაშვილზე და მის საგარეო საქმეთა მინისტრზე, გრიგოლ ვაშაძეზე, სამშობლოს ღალატის მუხლით, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სადემარკაციო კომისია იღებდა დავალებებს გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილისგან.
ჩვენ ხვალ წავალთ დავით გარეჯში და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ თუ ჩვენი პარტნიორია, არის მეგობარი და მე ვუდასტურებ პატივისცემას, იმ ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, რომელიც ვიხილეთ, უნდა მოხდეს აზერბაიჯანელი სამხედროების გაყვანა ქართული მიწებიდან, ტაძრებიდან და წმინდა ადგილებიდან.
ეს იქნება მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პასუხობს ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანი უარს იტყვის და არ გაიყვანს სამხედროებს, ქართული მარში დააყენებს მოთხოვნას და სახელმწიფო ვალდებული იქნება 1919-1921 წლების საზღვრების ფარგლებში, მოითხოვს საზღვის გავლება აზერბაიჯანთან, ჰერეთი და საინგილო კი დაუბრუნდება საქართველოს. საინგილო უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მართებს დაფიქრება,“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე სადემარკაციო კომისიის ორი წევრი დააკავეს.
























