09:20 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

რა მოხდა წუხელ სანზონაში, სადაც 17 წლის ბიჭი მოკლეს და ვინ არიან დაკავებულები

რა მოხდა წუხელ სანზონაში, სადაც 17 წლის ბიჭი მოკლეს და ვინ არიან დაკავებულები

პოლიციამ სანზონაში 15 წლის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, დაკავებულები 16 და 17 წლის მოზარდები არიან. ერთი პირი მკვლელობის, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლონის ​ფაქტზე დააკავეს.

 

მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული - სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
2021-12-04მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული - სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

 

მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X