23:05 | 2021-10-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის, უპირველესად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე – ანი წითლიძე

საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის, უპირველესად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე – ანი წითლიძე

ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ღირსეულად დამარცხება ისწავლოს.

 

მისი თქმით, თუ საოლქო-საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ საჩივარს დააკმაყოფილებს და ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში მიცემულ ხმებს ხელახლა გადათვლის, მას მოუწევს ენმ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაც, სადაც ოპოზიციური პარტია ზუგდიდის ყველა ოლქის ხმებისა და მე-4 ოლქის ხმების გადათვლას ითხოვს.

 

„დღეს საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის, უპირველესად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე“, – განაცხადა ანი წითლიძემ და დაამატა, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს.

 

აბდულრაზაკ გურნა - პირველი ფერადკანიანი აფრიკელი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო
2021-10-07აბდულრაზაკ გურნა - პირველი ფერადკანიანი აფრიკელი მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საჩივრის განხილვა საოლქო-საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს.

 

„დღეს საოლქო-საარჩევნო კომისიამ ჩანიშნა მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, „ქართული ოცნების“ მოთხოვნით. ეს არის ოლქი, სადაც ჩვენ ყველა დონეზე გამარჯვებული ვართ, ხოლო ჩვენსა და „ოცნების“ მაჟორიტარებს შორის ხმების სხვაობა სულ ორია, ჩვენს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მოთხოვნას არანაირი მტკიცება არ ახლდა, რატომ უნდა გადაითვალოს ეს ოლქი. ამავე დროს, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, სადაც ვითხოვთ ზუგდიდის ოლქის ყველა უბნის ხმების ხელახლა გადათვლას.

 

ასევე, შევიტანეთ საჩივარი მე-4 ოლქის ხმების გადათვლის მოთხოვნით, სადაც მაჟორიტარული არჩევნები წავაგეთ სულ რაღაც 4 ხმით და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლა შეცვლის სურათს ჩვენს სასარგებლოდ.

 

დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ
2021-10-07დიდი ბრიტანეთი საქართველოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანს, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ

 

თუ დღეს საოლქო-საარჩევნო კომისია დიდ გამოცდას გადის საერთაშიროსო დამკვირვებლების წინაშეც: თუ ის დააკმაყოფილებს „ოცნების“ საჩივარს, მას არ ექნება არგუმენტი, უარი გვითხრას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, როგორც მაჟორიტარულ, ასევე მერობის კანდიდატთა ნაწილში.

 

მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში: როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობამ, თქვენ უკვე წააგეთ არჩევნები ზუგდიდში და როგორც არ უნდა ეცადოთ ახლა, წააგებთ მეორე ტურსაც. ღირსეულად წაგებაც, ვფიქრობ, არის ის, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ენმ-ის ადგილობრივმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X