
დღეს, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს 22:00 საათზე გრანდიოზული სანახაობა და დაუვიწყარი ნომრები ელის. პროექტ „ნიჭიერის“ სცენაზე მაყურებელი არაერთ საინტერესო და სანახაობრივ წარმოდგენას იხილავს.
ჟიურის ერთ-ერთი წევრის თაკო ფხაკაძის თქმით, ყოველი მომდევნო გადაცემა მაყურებელს უფრო და უფრო გააოცებს და აღაფრთოვანებს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ პირველ გადაცემას ასეთი გამოხმაურება ჰქონდა. ძალიან პოზიტიური, დიდი ჩართულობა იყო, ეს გასაკვირი არც არის, საოცარი ნომრებია. დღევანდელ გადაცემაში პოზიტივი, სიხარული, ყველაფერი ერთად იქნება. რაც ყველაზე მთავარია, განცდაა იმისა, რომ ადამიანებს აქვთ ადგილი, სადაც შეიძლება გაერთონ, გახალისდნენ. ყველა შემდეგი გადაცემა უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება“, – ამბობს თაკო ფხაკაძე.
ცნობისთვის, ადამიანები პროექტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მსოფლიოს 18-მდე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















