
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ორშაბათს ქაშუეთში ლოცვა როგორც საღამოს, ასევე შუადღისითაც აღევლინება.
„ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ:
პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც.
ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საპატრიარქო 5 ივლისს, ღირსების მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს.























