
საქართველოს საპატრიარქო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























