14:02 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ ტყის გადაცემას ითხოვს

საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ ტყის გადაცემას ითხოვს

„ტყის კოდექსის“ დამტკიცების შემდეგ, საპატრიარქომ სამცხე-ჯავახეთში, მონასტრის გარშემო არსებული ტყის გადაცემა საფარაში მოითხოვა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, ტერიტორიის მცირე ნაწილზე ისედაც სასულიერო პირები ზრუნავენ.

 

ქორეპისკოპოსის განმარტებით, მხოლოდ იმ ტყეების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლის მოვლასაც შეძლებენ.

ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? - მეუფე ანტონი
2020-05-25ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? - მეუფე ანტონი

 

„1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს, სულ დავდივართ რომ დაგვესუფთავებინა ეს ტყე, დაგველაგებინა, დაგვეცვა და არ მიგვეცა საშუალება, უკანონო ჭრებისა.

 

მიჩენის წესით მცირე რაოდენობა ისედაც გვაქვს გადმოცემული, სადაც არ გვექნება საშუალება დაცვის, იმ ტყეებს არ მოვითხოვთ.

 

მარტო დასუფთავება არ არის, ტყეებს სერიოზული დაცვა და ცოდნა სჭირდება. საპატრიარქომ გამოაცხადა, სპეციალური კოლეჯი გაკეთდება, სადაც სატყეო საქმიანობას შეასწავლიან.

 

 

ჩვენ გავაგზავნით ბერებს ან მორჩილებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რომ პროფესიონალურად მოუარონ იმ ტყეებს, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცემა“, -განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 

ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს
2020-05-28ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაქვთ - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

 

 

მისივე თქმით, საპატრიარქოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ეპარქიაში კიდევ რომელ ეკლესიასთან მდებარე ტყის გადაცემას მოითხოვენ.

 

ცნობისთვის, პარლამენტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე 

ავტორი: Prime Time

X