21:03 | 2021-04-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს 

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს 

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გაბუნია გარდაიცვალა.

 

„მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გიორგის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

 

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

 

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გიორგი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X