23:40 | 2020-03-14 ავტორი: Prime Time

საპატრიარქო: სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის

საპატრიარქო: სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის

 

სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი.

 

ამასთან, საპატრიარქო იუწყება, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
2020-03-14კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
ავტორი: Prime Time

X