17:14 | 2021-04-22 ავტორი: Prime Time

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – სასულიერო პირების ნაწილი გამოირჩევა ზღვარგადასული ქმედებებით

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – სასულიერო პირების ნაწილი გამოირჩევა ზღვარგადასული ქმედებებით

მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ნუ იდორბლები, ცოტა დისტანცია დაიკავე
2021-04-21„ნუ იდორბლები, ცოტა დისტანცია დაიკავე", „აბა შენ ნუ ყარხარ, დაიბანე" - სიტყიერი დაპირისპირება მეუფე სტეფანესა და ამბოხებულ სასულიერო პირებს შორის

 

„მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

 

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი – მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

 

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X