
საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა. ამის შესახებ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
თამაზაშვილის თქმით, საპატრიარქოში მიხვდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
„ჩვენ გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე. იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ იმ მკვლელებმა იმათ რა ელით. ჩემი თამუნას სული უკვე მშვიდად იქნება, რომ წესიც აეგება და ყველაფერი, რაც საჭიროა ისე გაკეთდება.
მოვუყევით ყველაფერი, როგორც იყო და ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას არც კი მოიაზრებენ. იმისთვის ილოცონ, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ ამისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.























