21:40 | 2021-08-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საპატრიარქოს აცრისკენ მინიშნებაც კი, ბევრ ადამიანს გადაარჩენდა – რა პოზიცია აქვს ეკლესიას

საპატრიარქოს აცრისკენ მინიშნებაც კი, ბევრ ადამიანს გადაარჩენდა – რა პოზიცია აქვს ეკლესიას

ვაქცინაციის მომხრეებისა და ანტივაქსერების ურთიერთობა ყოველდღიურად იძაბება. ისინი ერთმანეთს ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალურ ქსელებში უპირისპირდებიან და მათი „ღია ომი“ შეუმჩნეველი აღარავისთვის რჩება.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება - რას ამბობენ საპატრიარქოში
2021-08-10ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება - რას ამბობენ საპატრიარქოში

 

თუმცა, ბევრისთვის შეუმჩნეველია 10 აგვისტოს საგანგაშო კოვიდსტატისტიკა: 54 გარდაცვლილი და 5 697 ახალი ანტირეკორდული შემთხვევა. ამავდროულად, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მოკრძალებულად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკის ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ ასე გაგრძელდა, 1,2 კვირაში მეტად გაჭირდება.

 

აქამდე, თითქოს, მთელი კაცობრიობა თანხმდებოდა, რომ ვაქცინაცია მარტივი, უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა სახიფათო დაავადებებისგან თავის დასაღწევად, თუმცა, ფორსმაჟორში შექმნილ ვაქცინებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად უყურებენ.

 

მანამ, სანამ ვაქცინა საქართველომდე მოაღწევდა, საზოგადოების დიდი ნაწილი საპატრიარქოს მხრიდან გარკვეულ სიგნალებს ელოდა. IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88%-ს საქართველოს პატრიარქი მოსწონს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში კვლავ ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია და ხალხზე დიდი გავლენას ახდენს. 11 თებერვალს საპატრიარქომ წმინდა სინოდის განჩინება გაავრცელა, გთავაზობთ ამონარიდს სრული ტექსტიდან:

 

ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

 

 

იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო - ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
2021-08-10იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო - ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

 

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

 

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, – თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid – 19 – ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

 

მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის“, – ნათქვამია განჩინებაში.

 

იმუნიზაციის პროცესში სასულიერო პირების მცირე ნაწილიც ჩაერთო, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საზოგადოებისთვის საკმარისი იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და ამცრელ პუნქტებამდე მისულიყვნენ.

 

 

თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა - გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს
2021-08-10თქვენი შეწუხებული სახეების ბავშვებსაც აღარ სჯერა - გიორგი ფხაკაძე მედიკოსების ნაწილს აკრიტიკებს

 

მოძღვრების პოზიციებიც არაერთგვაროვანია. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია საპატრიარქოს განჩინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ყოვლად მიუღებელია იმ ადამიანების დაგმობა, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არ ერთვებიან. მისი თქმით, ყველაფერი ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

 

რამდენიმე მრევლის კომენტარს წავაწყდი, სადაც ლანძღავენ ადამიანებს და ვინც არ იცრება, ბნელებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენიებენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ეკლესიური ადამიანისთვის მსგავსი აზროვნება და შეხედულება წარმოუდგენელია.

 

მე თავიდანაც განვაცხადე და დღესაც ვამბობ, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, მით უმეტეს, წამლის გაკეთებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება რამე იყოს იძულებითი და ძალით გააკეთებინო.

 

​მსმენია მოძღვრებზე, რომლებიც სულიერ შვილებს აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით კურთხევას აძლევენ, თუ არ გაიკეთებთ აცრას, ეკლესიაში არ მოხვიდეთო. არიან მოძღვრები, რომლებიც ვაქცინის გაკეთებას უკრძალავენ, ეს მიუღებელია. არ შეიძლება მოძღვარმა მრევლი გაარჩიოს ერთმანეთისგან და აცრილ-აუცრელებად გაყოს“, – ამბობს მამა შალვა.

 

 

VIDEO: დაუჯერებელი სანახაობა, ათი ათასობით ფანი მესის დასახვედრად პარიზის ქუჩებში გამოვიდა
2021-08-10VIDEO: დაუჯერებელი სანახაობა, ათი ათასობით ფანი მესის დასახვედრად პარიზის ქუჩებში გამოვიდა

 

მამა პეტრე კოლხის ფეისბუკ-პოსტი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი კრიტიკის ქარცეცხლიც გაიარა.

 

ჩემი ახლობელი ოჯახი ორჯერ აიცრა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ დავირუსებულები არიან… თუკი აცრა ვერ მიცავს, მაშინ აზრი?!“, – დაწერა მოძღვარმა, რაზეც ერთ-ერთმა გამომწერმა უპასუხა: აზრი ის, რომ თქვენი შეწუხება აღარ მოგვიწევს მამა პეტრე წესის აგებაზე“.

 

მოგვიანებით, სასულიერო პირმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა: რა შემზარავია აგრესიის ყურება. აცრილებო, სხვებიც რიგში დგანან და აუცილებლად აიცრებიან, მაგრამ ოდნავ მეტი ლმობიერება გამოავლინეთ. ვირუსზე მეტად ამხელა სიძულვილი და მრისხანება კლავს“, – თქვა მამა პეტრემ.

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს დეკანოზ ანდრია სარიას. მისი თქმით, „ვერავის აიძულებ, რომ აიცრას, მაგრამ სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი საშუალებაა მსოფლიოში“.

 

„შეიძლება აცრილსაც დაგემართოს COVID-19, მაგრამ მეტი შანსი გაქვს გადარჩენის. იმათიც მესმის, ვისაც კრიტიკული კითხვები აქვს ვაქცინისადმი. მაგრამ, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დავაყენეთ, არც ექიმთან მისვლის სურვილი გაგვიჩნდება.

 

უკვე დამტკიცდა, როგორ მოქმედებს ვაქცინა სპერმაზე - მამაკაცებო, გიხაროდენ!
2021-08-10უკვე დამტკიცდა, როგორ მოქმედებს ვაქცინა სპერმაზე - მამაკაცებო, გიხაროდენ!

 

თუ ვენდობით პროფესიონალ ექიმებს, მათდამი ნდობა საკმარისი უნდა აღმოჩნდეს ასაცრელად! ჩვენ არ გვაქვს იმხელა კომპეტენცია, რომ მეცნიერებას ამ კუთხით უნდობლობა გამოვუცხადოთ. ქვეყნად ყველაფერი პირობითია ეჭვის თვალით თუ შეხედავ! მიეცი ღმერთს საშუალება იყოს ღმერთი და მიეცი ექიმს საშუალება იყოს კარგი და შენზე მზრუნველი!“, – დაწერა დეკანოზმა სოციალურ ქსელში.

 

ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოს მხრიდან მცირე მოწოდებაც კი საკმარისი იქნებოდა ადამიანების დასარწმუნებლად და ამით როგორც საკუთარი, ასევე სხვების სიცოცხლის გადასარჩენად გადაიდგმეოდა გონივრული ნაბიჯები.

 

„ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ნდობა გააჩნია საპატრიარქოს და ეკლესიას. უკვე კატასტროფული 5697 შემთხვევის და 54 გარდაცვლილის ფონზე, ჩემი მოკრძალებული აზრით, საპატრიარქოს მიერ მოწოდება თუ არა, აცრისკენ მინიშნებაც კი, ბევრ ადამიანს გადაარჩენდა. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია!“, – დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.

 

ალბათ, ტელეწამყვანმა ამ პოსტით ბევრი ადამიანის მოსაზრება საჯაროდ გააჟღერა.

 

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, იგეგმება თუ არა საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული სახის მოწოდება ან მინიშნება იმისთვის, რომ საზოგადოება ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „საპატრიარქოს პოზიცია 11 თებერვლის სინოდის ოქმშია ასახული“. 

 

 

მნიშვნელოვანი სიახლეები: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X