21:14 | 2021-11-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

საპატრიარქოს განცხადება ძალიან გონივრულია – ჯანდაცვის მინისტრი 

საპატრიარქოს განცხადება ძალიან გონივრულია – ჯანდაცვის მინისტრი 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ეკლესიის პოზიცია ძალიან გონივრულია.

 

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში საპატრიარქოსგან ვაქცინაციისკენ მოწოდებაც გაჟღერდეს.

VIDEO: საშინელი სიტუაციაა... ზოგი ცუდად გახდა, ბავშვები ტიროდნენ - რა მოხდა რეისი PC 315-ზე
2021-11-29VIDEO: საშინელი სიტუაციაა... ზოგი ცუდად გახდა, ბავშვები ტიროდნენ - რა მოხდა რეისი PC 315-ზე

„ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

 

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით ეკლესიის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X