13:36 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

საპატრიარქოში ბრიფინგი ჩაიშალა – თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საპატრიარქოში ბრიფინგი ჩაიშალა – თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს კათოლიკოს პატრირქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში ბრიფინგი დაინიშნა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მედიას აცნობეს, რომ ბრიფინგი ჩაიშალა.

 

საპატრიარქოში განმარტეს, რომ ინფორმაციას მოგვაინებით პრეს-რელიზის სახით გაავრცელებენ.

 

ცნობილი ხდება, რომ დღეს საპატრიარქოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებულია საპატრიარქოს ტელევიზიის ოპერატორი. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ჟურნალისტსაც.

 

საპატრიარქოში შესვლამმდე მედიის წარმომადგენლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ და სწორედ ამ გზით გახდა ცნობილი, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომელი კოვიდ დადებითია.

ავტორი: Prime Time

X