13:41 | 2020-09-12 ავტორი: თეონა აბესაძე

საპროტესტო აქცია „მედალფაში“ – თანამშრომლები კოვიდპაციენტებთან მუშაობაზე უარს აცხადებენ

საპროტესტო აქცია „მედალფაში“ – თანამშრომლები კოვიდპაციენტებთან მუშაობაზე უარს აცხადებენ

კლინიკა „მედალფას“ თანამშრომელთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა და უარს აცხადებენ კოვიდპაციენტებთან მუშაობაზე. აქციის მონაწილეების თქმით, მათ არ მიუღიათ შესაბამისი ანაზღაურება და პრემიები.

„აჭარის მასშტაბით ერთ-ერთი კლინიკა უნდა ყოფილიყო კოვიდმიმღები. ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით დ არც ვიცოდით თუ ჩვენი კლინიკა იქნებოდა. არჩევანის საშუალებაც არ გვქონდა. დავრჩით, მაგრამ არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ხელფასის დამატება, რასაც გვიხდიდნენ ადრე, იგივე გადაგვიხადეს. არ გვქონდა რესურსი, არანაირი ხელისშეწყობა, არ გვყავდა ექთნები, სანიტრები, ყველა ფუნქციას ჩვენ ვასრულებდით.  ორი თვე ამ კლინიკაში ვიყავი, ისე რომ სახლში არ მივსულვარ. ახლა უმასპინძლონ დანარჩენმა სხვა კლინიკებმა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნესტან დუმბაძე.

როგორც ექთანი დევაძე დარინა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს, არ შეუძლია კოვიდცენტრში მუშაობა და სურს გადაუხადონ ხელფასი უმუშევრობის პერიოდში.

 

„მოვედი სამსახურში, ვიყავი მორიგე. რეანიმაციული პაციენტები გადაუყვანიათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რადგან ჩვენთან კოვიდცენტრი იქნება. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ვერ ვიმუშავებ. არ მყავს ბავშვების დამტოვებელი. მე სხვა სამსახური არ მაქვს , ამიტომ უმუშევრობის პერიოდში ამინაზღაურონ თანხა“, – აცხადებს დარინა დევაძე.

როგორც „მედალფას“ დურექტორმა ინგა ხიზრევანიძემ გვითხრა, როგორც ექიმს გათვითცნობიერებული აქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც აღებული აქვს, როგორც ექიმს და როგორც ადამიანს და იგივეს მოუწოდეს თანამშრომლებს.

 

„თანამშრიმლების რეაქცია ჩემთვის გაუგებარია. მარტის თვეში კოვიდინფექციაზე გადავერთეთ, ჩვენს ყველა პერსონალს, პირადად მე ვაწარმოებდი მოლპარაკებას, რომ ჩვენი ანაზღაურება იქნება სტანდარტული და ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია. ვერცერთი ვერ იტყვის იმას, რომ ის დაპირებული სტანდარტული თანხა არ გადავუხადეთ.

 

მათი აზრით, ალბათ სახელმწიფოსგან მეტ დაფასებას ელოდნენ. მე არ მინდა დავუკარგო ღვაწლი არც იმ ხალხს, მაგალითად „გალფმა“, „თიბისი ბანკმა“ კეთილი ნება გამოიჩინა და დაურიცხა ბონუსები. ეს ბონუსი დირექტორებზეც იყო გათვალისწინებული, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით. მე და ბატონი ლევანი, როგორც რიგითი ჯარისკაცები ისე ვედექით ჩვენს თანამაშრომლებს. მათი პირობაა არის ის, რომ ხელფასი გაორმაგებული იყოს. ჩვენი გენერალური დირექტორი ყაზბეგში ინყიფებისა და ბრუნდება თბილისში, მთელი ღამე ვმუშაობდი და მიწოდებული მაქვს ეს ყველაფერი და თანახმა არიან, ავუნაზღაუროთ. ამ წუთში უნდათ, რომ ხელშეკრუკება მივაწოდოთ, დღეს არის შაბათი დღე და სათაო ოფისი არ მუშაობს, ჩვენ ყველანაირად სათაო ოფისზე ვართ დამოკიდებული. მე არ ვეთანხმები ამას და ეს არის არაპროფესიონალური განცხადება, როდესაც ადამიანი სამედიცინო განათლებას ღებულობს ანუ როგორ შეიძლება ჯარისკაცმა თქვა, რომ არ დავიცავ სამშობლოს. შეიძლება ვიღაცაზე მეტად, რაღაც გავაკეთეთ მაგრამ ასე არ ვთვლი.

 

აქ სხვა ფაქტორებია კიდევ, ამაში თუ სახელმწიფო დაგვეხმარება ნადვილად მადლიერი დავრჩებით. გვყავს სპეციალისტები, რომლებიც კოვიდინფიცირების დროს უმუშევრები გვრჩება და ამათ კომპენსირებას ვეღარ ვახერხებთ, სამუშაოს გარეშე რჩებიან, გვინდა რომ გადანაწილდენენ და სადაც მულტიპლოფილური დარჩა ეს თანამშრომელბი დაასაქმონ.

 

 

გუშინ ღამით მივიღე მობილიზაციის ბრძანება, რომელიც წერია რომ 72 საათის განმავლობაში კოვიდცენტრად გადავლაგდეთ. სიტუაცია კრიტიკულია და მყავს მცირე რიცხივანი თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს“,- ინგა ხოზრევანიძე კლინიკის დირექტორი.

ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: თეონა აბესაძე

X