
წლის ბოლომდე საქართველო დონორებიდან 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენი ეკონომიკისთვის ეს ერთ წლის განმავლობაში დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს. შეთანხმება უკვე მიღწეულია.
გარდა ამისა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, „აზიის განვითარების ბანკს“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“, „ევროპის საინვესტიციო ბანკს“, „გერმანიის განვითარების ფონდს“, „საფრანგეთის განვთარების სააგენტოს“.
ეს ყველა ის დონორი ორგანიზაციაა, რომლებთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის დახმარების სახით დამატებით დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შემოვა.
გარდა ამისა, გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით გვქონდა იმავე სახის მოლაპარაკებები ამ დონორ ორგანიზაციებთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართევლოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს ასევე 1,5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან.
ეს თანხა იქნება მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ბიზნესი ამ თანხის ათვისებას შეძლებს,“ – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.
⭕Live: გიორგი გახარია საგანგებო ბრიფინგს მართავს
⭕Live: გიორგი გახარია საგანგებო ბრიფინგს მართავს
Gepostet von Prime Time am Dienstag, 14. April 2020






















