00:14 | 2020-06-02 ავტორი: თამთა თორდია

საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა 

საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა 

გამოცემა Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

 

გამოცემამ 7 ქვეყანა დაასახელა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში შესაძლოა ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცნენ. სწორედ ამ 7 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.

 

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე.

 

დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით. არ დაგავიწყდეთ ქართული ღვინის დაგემოვნებაც“, – ნათქვამია სტატიაში.

 

ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს - მეუფე იოანე
2020-06-01ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს - მეუფე იოანე

 

ავტორი: თამთა თორდია

X