14:21 | 2020-04-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველო იქნება პირველი, რომელიც აპლიკაციით გააგრძელებს COVID-19-თან ბრძოლას – ტიკარაძე

საქართველო იქნება პირველი, რომელიც აპლიკაციით გააგრძელებს COVID-19-თან ბრძოლას – ტიკარაძე

„საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციით“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზად არის, რომ ჩაერთოს აპლიკაციაში.

 

„აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში. კორეაში ყველაზე წარმატებულად იმართა ამ აპლიკაციით ვირუსი.

 

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციით. აპლიკაციაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.

 

კოვიდთან ბრძოლა არის დამოკიდებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ დარწმუნებული ვარ საქართველოს უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში.

 

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, მოსახლეობის რამდენ ნაწილს შეუძლია ჩაერთოს აპლიკაციაში და შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების გაზრდა 40%-მდე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ასევე, ნახეთ :

აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება
2020-04-02აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება

ავტორი: თეონა ყაჭიური

X