11:05 | 2021-09-29 ავტორი: Prime Time

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს – ცერცვაძე

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს – ცერცვაძე

საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია.

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღება - დაკავებულია სომხეთის მოქალაქე
2021-09-29დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღება - დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

 

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორივე მედიკამენტი რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება და პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს.

 

„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X