10:30 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

საქართველო მწვანე ზონად რჩება! – გიორგი გახარია

საქართველო მწვანე ზონად რჩება! – გიორგი გახარია

საქართველო მწვანე ზონად რჩება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიყავით ღია და გულწრფელი.

ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის... - გიორგი კეკელიძე სოფელში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებზე
2020-09-24ბექას ერთი შარვალი აქვს და როცა ურეცხავენ, სკოლაში ვერ მოდის... - გიორგი კეკელიძე სოფელში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებზე

 

ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია, ის რაც ხდება, განსაკუთრებით აჭარაში. ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ამისთვის ვემზადებოდით.

 

ჩვენ თავიდანვე თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველი ამოცანა შეკავება იყო. მაშინ არა თუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა და რესურსი იყო მინიმალური.

 

ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად განვახორციელეთ და გადავარჩინეთ დიდი რაოდენობით სიცოცხლე ჩვენი მოქალაქეების. ეს საერთაშორისოდ იყო და დღესაც აღიარებულია. საქართველო მწვანე ქვეყანა რჩება დღესაც“, – განაცხადა გახარიამ.

ავტორი: Prime Time

X