18:24 | 2021-07-30 ავტორი: Prime Time

“საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს ვიდრე ეს იყო სამი თვის წინ“ – ვიოლა ფონ კრამონი

“საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს ვიდრე ეს იყო სამი თვის წინ“ – ვიოლა ფონ კრამონი

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს“, -ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველად არ ხდება, როდესაც ქართული ოცნება არ ასრულებს თავის დანაპირებს.

 

ევროპარლამენტარი ფიქრობს რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას.

 

“ძალიან კარგია, რომ საქართველოში დავბრუნდი. მინდა დავიწყო იმით, რომ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა თქვენ მიმართ, ქართული მედიის მიმართ და განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს.

 

ქართული ოცნების“ განცხადებები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რათა ჯეროვნად დაეგმოთ დაუსჯელობა და კიდევაც, რაღაც მომენტში წაახალისეს დამნაშავეები, არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევისა. მედიის დაცვა, ისეთივე პოლარიზებულის, როგორიც არის საქართველოში, ეს გახლავთ ევროკავშირის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება. ევროკავშირის სხვა ღირებულებები არის ჩადებული დევიზში – გაერთიანებული მრავალფეროვნებისთვის. მრავალფეროვნება ნიშნავს დაცვას ყველასი და ყველაფრის, თქვენი კულტურის, ტრადიციების, თქვენი რელიგიის, მაგრამ ასევე უმცირესობების. საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით და პატივისცემით ფუნდამენტალური ღირებულებებისა ყველა ადამიანის, არის მიღებული და პატივნაცემი ევროკავშირში“

 

მეშინია, რომ “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს ვიდრე ეს იყო სამი თვის წინ.

 

როგორც წამყვანი წევრი ევროპული პარლამენტის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის, ე.წ. დეგის, რათა მხარი დამეჭირა დიალოგისთვის ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან და გამეზიარებინა ევროპული გამოცდილება.

 

მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში იყო გაუქმებული კოვიდის ძალიან მაღალი მაჩვენებლის გამო, მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, დელეგაციის სხვა წევრების გარეშე. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი, მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო მე გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.

 

19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევრო პარლამენტის მხარდაჭერის, დემოკრატიისა და აქტივობებისა საქართველოს პარლამენტში და უფრო მეტსაც გეტყვით, პირველად არ ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ თავის დაპირებას არ ასრულებს. გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და „ქართულ ოცნებას“ ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. გამართლება შეთანხმებიდან გამოსვლისა გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემონსტრაცია ზემოთ თქმულისა.

 

ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის, არ არის მომტანი მისი ხალხისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან.

 

ეს, რასაც მოგახსენებთ მე twitter-ზეც გამოვაქვეყნე ასევე ჭეშმარიტებაა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არაკონსტრუქციულმა ქმედებები და მისი უარი ხელი არ მოეწერა შეთანხმებას “ქართულ ოცნებას“ მისცა საკმაოდ ხელსაყრელი ტექსტი. საქართველოს ხალხი იმსახურებს უკეთეს, ისინი იმსახურებენ პოლიტიკოსებს, ვინც აყენებს ქვეყნის ინტერესებს ყველაზე უფრო მაღლა, ამიტომაც მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ, იმ ხელშეკრულების და ვალდებულების, რომელიც გაფორმდა. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში, ოპოზიციის სამუშაო არის აკონტროლოს მთავრობა და არა დარჩეს პარლამენტს მიღმა“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა

ავტორი: Prime Time

X