
საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო, მათ შორისაა რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტი. ამის შესახებ დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლუგარის ლაბორატორიაში სამედიცინო ტვირთის გადაცემას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, სამხედრო ატაშე და ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.
მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ და არა საველე პირობებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის დახმარება. შემთხვევით ვსარგებლობ და გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს, პირადად ელჩს, სამხედრო ატაშეს მინდა დიდი მალდობა გადავუხადო
იცით, რომ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უზარამაზარი ინსტიტუტია.
მათთან ერთად რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ, კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ მზა ე.წ. PCR ტესტები არ არსებობდა,
მათ პრაიმერები მოგვაწოდეს, რომლითაც სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ხდება ადგილზე და ჩვენთან თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების ტესტირება.
ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება და დღევანდელი დახმარება სწორედ ისევ პრაიმერებია და ასევე, ახალი ტესტსისტემები, ე.წ. სეროლოგიური, მარტივად რომ აგიხსნათ, ეს გახლავთ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში იქმნება და არა ვთქვათ, საველე პირობებში. ამ ტესტსისტემებს შესაბამისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ.






















