15:07 | 2020-12-22 ავტორი: Prime Time

საქართველომ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მიიღო – მიხეილ ჩხენკელი

საქართველომ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მიიღო – მიხეილ ჩხენკელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე დღევანდელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველომ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე მონაწილეობის ულება მიიღო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

„საქართველოს აქვს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას.”

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2022 წელს საქართველო ევრობასკეტს, 2023 წელს კი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომლის ფინალური მატჩი ბათუმის ახალაშენებულ სტადიონზე შედგება. ასევე, აღსანიშნავია, რომ იმავე წელსვე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში.

 

“2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის მასპინძლობის უფლება სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ აღიარებას!“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ავტორი: Prime Time

X