22:26 | 2021-08-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი – პრემიერი

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი – პრემიერი

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევისთვის ქვეყანაში საჭიროა სტაბილური გარემო.

 

მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ - პრემიერი
2021-08-17მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ - პრემიერი

„დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის.

 

ამიტომ, გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X