00:20 | 2021-12-04 ავტორი:

საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციებში სურს წევრობა – კელი დეგნანი

საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციებში სურს წევრობა – კელი დეგნანი

საქართველოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციებში სურს წევრობა. – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მუქარას გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები

 

“ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გააკეთეს ძალიან მკაფიო კომენტარები მიმდინარე კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. ეს არის გზავნილი, რომელიც უცვლელია ყოველწლიურად ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს ალიანსის წევრები.

 

 

უცნაურია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ამას ახლა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას 90-იან წლებში, რამაც მკაფიო გახადა, რომ ყველა, ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს და განსაზღვროს თავისი სამხედრო ალიანსები. საქართველოს ასევე აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელ სამხედრო ორგანიზაციებში ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებში სურს წევრობა.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ცნობისთვის,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

ავტორი:

X