
საქართველოს ბანკი 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადეს და 60 000 ხელთათმანს შეიძენს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეძენილი ნივთები მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
„ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასთან, COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დეფიციტური სამედიცინო აღჭურვილობა, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოსთვის შეიძენს:
20 000 ლაბორატორიულ ტესტს
10 სასუნთქ აპარატს
50 000 პირბადეს
60 000 ხელთათმანს
აღჭურვილობა მთლიანად გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად“ – წერია ბანკის განცხადებაში.






















