17:13 | 2020-05-06 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებით იუწყება 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებით იუწყება 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებით იუწყება კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო.

 

კახა შალამბერიძეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის თანამდებობა ეკავა.

 

იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2015 წლიდან მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ყველა პროექტში და თავდაუზოგავად შრომობდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

 

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“.- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X