23:06 | 2021-02-02 ავტორი: რუსა ღვანიძე

„საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები!“ – თემურ წიკლაურს მეგობრები იხსენებენ

„საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები!“ – თემურ წიკლაურს მეგობრები იხსენებენ

დღეს, 2 თებერვალს, ცნობილი ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი, თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შემდეგ, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მომღერალს, გორის ჰოსპიტალში, თვეზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

 

მის შესახებ, ახლობლები და მეგობრები „პრაიმტაიმთან“ იხსენებენ. მომღერალ გოჩა ლორიას თქმით, ასეთი ნამდვილი ქართული ხმა, მას არ სმენია, თემო რცხილაძე აცხადებს, რომ თემურის მსგავსი, თუნდაც 100 კაცი რომ მისცა საქართველოს, გადარჩებოდა:

 

მომღერალი გოჩა ლორია:

 

– ასეთი ძლიერი ქართული ხმა, არ მსმენია, ადამიანი ნამდვილი კაცური გულით, ყველას რომ ყოველთვის გვერდში გვედგა. მუდამ ერთად ვღეროდით.

 

ერთ-ერთ სიმღერას – „ამ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ“, რომლის მუსიკა გოგი ცაბაძეს და ტექსტი ალექსნდრე შენგელიას ეკუთვნის, ხშირად ერთად ვღეროდით, პირველი ხმა ვიყავი. ახლაც კი რომ ვიხსენებ, საოცარი ემოცია მაქვს.

 

თემო იყო ადამიანი სუფთა ქართული ხმით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მე ხშრად, სხვადასხვა ქვეყნის სიმღერებს ვმღეროდი, ვბაძავდი უცხოურ ესტრადის წარმომადგენლებს. თემურმა კი, თავისი სტილი, ბლომდე შინარჩუნა, ნამდვილი ქართული ხმით. როგორია, ასეთი ადამიანი, ამ უბედური ვირუსით რომ გარდაიცვლება.

 

სხვა დაავადებებიც აწუხებდა?

 

როგრც ვიცი, გული აწუხებდა, თავბრუსხვევები ჰქონდა. რამდენიმე თვე, შეუძლოდ იყო.

 

რამდენიმე ხნის წინ, ცრუ ინფრმაცია გავრცელდა, თემურ წიკლურის გარდაცვალების გამო, პირველად მაშინ გამოჩნდა საზოგადოების მხრიდან, მის მიმართ უზაღვრო სითბო და სიყვარული…

 

ასეთი დონის მომღერალს, მე არ ვიცნობ და თუ კიდევ დაიბადება არ მგონია. შვილის გარდაცვალება, მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ შეძლო სცენას დაბრუნებოდა. რას ვიზამთ, ასეთია ხელოვანი ადამიანის ცხოვრება.

 

შვილმკვდარმა ადამიანმა, შეძლო, ისევ ემღერა. ჩემი დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა – „მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები, მალე შემახვედრე, ღმერთო გევედრები“, რომელსაც თემო, თითქოს შვილს უმღეროდა, სინამდვილეში, ეს სიმღერა შეყვარებულს დავუწერე.

 

2021-02-01"დეკემბერში სიკვდილზე რომ სიმღერა აქვს, კლიპი უნდა გადაგვეღო... სიკვდილმა დაგვასწრო" - ბესო ჩუბინიძე თემურ წიკლაურის უკანასკნელ დღეებზე

 

თემურმა რომ იმღერა, მე აღარ ჩავწერე, მის შემდეგ ვეღარც ვიმღერებდი. საოცრად ემოციურად მღეროდა, გასაკუთრებით მეუღლესთან ერთად შესრულებულ დუეტს გამოვარჩევდი.

 

„ჩხიკვთა ქორწილის“ შემდეგ, „ყვავი“ შემრჩა სახელად, თემურის „არწივიც“ ასევე იყო, მაგრამ მე ცხოვრებაშიც, დღემდე სახელს აღარ მეძახიან.

 

პიროვნულად, საოცარი, ბუნებრივი, სუფთა ადამიანი და უდიდესი არტისტი იყო. ეს ყველას არ შეუძლია, რომ ადამიანებს, შენი ემოცია, ამბავი მიუტანს. როცა მღერი, შენ უნდა მოახერხო, საზოგადოებას მოუყვე, რაც საოცრად გამოსდიოდა თემურს.

 

75 წელი, ძალიან ცოტაა, ღმერთო დიდება შენდა, მაგრამ რატომ, რისთვის წაიყვანა! ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ეჭვიც არ მეპარება, რომ თემო სამოთხეში მოხვდება. ვწუხვარ, რომ შეუძლოდ ვარ და ვერ ვახერხებ სამძიმარზე მისვლას. ვიზიარებ მისი ოჯახის და მთელი საქართველოს ტკივილს.

 

მომღერალი თემო რცხილაძე:

 

მე და თემური, 1981 წლიდან ერთად ვმოღვაწეობდით, მას მერე, რაც ანსამბლი „ნატვრის ხე“ და „ივერია“ გაერთიანდა. როცა დავნათესავდით, ერთმანეთის ქვისლები გახდით, მას შემდეგ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა.

 

ჩემი შვილები, წელიწადში ერთხელ ჩამოდიან საქართველოში და მე ვერ ვუწყობდი ისეთ დღესასწაულებს, როგორსაც თემო. ჩემმა ვაჟმა, ნიკუშამ, რომ გაიგო თემოს გარდაცვალების შესახებ, დასაწყნარებელი გამიხდა.

 

უდიდესი სიყვარული აქვს დათესილი, არა მარტო ახლობლებში, თითქმის მთელ ქვეყანაში. თემურის მსგავსი, ერთი 100 კაცი რომ მისცა საქართველოს, გადარჩებოდა. ადამიანი, რომელიც სიტყვას, პირობას ყოველთვის ასრულებდა. ადამიანი, რომელსაც არასდროს სჭიდებოდა გეთხოვა დახმარება.

 

– გარდაცვალების შემდეგ, ადამიანებს, თითქმის ყოველთვის დადებითად ახასიათებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც ყველა განიცდის და ტირის, მიუხედავად ასაკისა…

 

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ მე ასე არ მგონია. მისი შვილის გარდაცვალების შემდგეგ, თემურმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ყველა ვერ შეძლებდა – ძალიან მალე დაუბრუნდა სცენას.

 

ძალიან განიცადა მისი შვილის გარდაცვალება, მაგრამ დღეს, ალბათ, უკვე ერთად არიან. ჩემი აზრით, თემურს, ამ სამყაროში უკვე აღარ უნდოდა დარჩენა. პირადად მე, თემური 100 წლიანი მეგონა.

 

ძალიან რთულია მასზე მოგონებები, მოგვიანებით დავუბრუნდეთ მის წარსულს. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ყველას დაგვაკლდა თემური.

 

მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი:

 

მართლაც მთელი საქართველო ტირის. მიჭირს საუბარი, ერთადერთი რასაც გეტყვით, ანსამბლ „ივერიას“ წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ, დიდ მადლობას ვუხდით ეკლესიას, ექიმებს, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს მისი გადარჩენისთვის.

 

მართლაც ბუმბერაზი ადამიანი იყო, ყველას დიდი მადლობა, ვინც სამძიმარზე მოვიდა და იმათაც, ვინც ვერ შეძლო მოსვლა. მეტის თქმა არ შემიძლია, ძალიან დამწუხრებულები ვართ.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X