14:16 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

საქართველოს მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე

საქართველოს მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

 

 

ავტორი: Prime Time

X