14:52 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება – გახარია სააკაშვილის შეთავაზებაზე

საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება – გახარია სააკაშვილის შეთავაზებაზე

საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა.

 

„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

 

„ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული.

 

ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.მისივე თქმით, უკრაინული ავიაკომპანია, მზადაა ემიგრანტების ჩამოსაყვანად ავიარეასიები განახორციელოს.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ავტორი: Prime Time

X