15:57 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთის მიმართულებით თვითმფრინავი გაფრინდა

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთის მიმართულებით თვითმფრინავი გაფრინდა

Myway Airlines-ის ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად უკვე გაფრინდა – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

ავიაკომპანია ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს ახორციელებს.

 

სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება.
აღნიშნული ფრენა ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით სრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.

ავტორი: Prime Time

X