16:47 | 2021-02-07 ავტორი: Prime Time

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, რუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა.

 

პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე, ვასილ ლობჟანიძემ დადო და ანგარიშიც გაიხსნა.

 

 

სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე, უკვე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

 

ავტორი: Prime Time

X