15:40 | 2020-05-28 ავტორი: Prime Time

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა – გორბის კვლევა

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა – გორბის კვლევა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა.

 

გაინტერესებთ, გეხებათ თუ არა მთავრობის ფინანსური დახმარება? - ანტიკრიზისული გეგმა
2020-04-24გაინტერესებთ, გეხებათ თუ არა მთავრობის ფინანსური დახმარება? - ანტიკრიზისული გეგმა

 

გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ინსტიტუტს ენდობა, მეორე ადგილზეა პოლიცია 81%-ით, მესამეზე – მედია 72%-ით, მეოთხეზე – პარლამენტი 63%-ით, მეხუთეზე კი სასამართლო 56%-ით.

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

 

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

ავტორი: Prime Time

X